ჩვენი გუნდი ფართოვდება და ვიწვევთ სტრატეგიული კომუნიკაციებისა და მონიტორინგის (MEL) წამყვან სპეციალისტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კვლევითი მეთოდოლოგიების შემუშავებასა და საინფორმაციო კამპანიების შეფასებაზე.
ძირითადი მოვალეობები
- კომუნიკაციური ჩარჩოების და ინდიკატორთა სისტემების (MEL) დიზაინი;
- თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევების ხელმძღვანელობა;
- ანალიტიკური ანგარიშებისა და პოლიტიკის დოკუმენტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება სტრატეგიულ კომუნიკაციაში ან სოციოლოგიურ კვლევებში; ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილი ცოდნა.