Upcomrise ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონებში ეკოლოგიური და კლიმატური მედეგობის გაძლიერება.
პროგრამის პრიორიტეტები
- სათემო დონეზე ბუნებრივ კატასტროფებთან ადაპტაციის მექანიზმები;
- წყლისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვა;
- ეკოლოგიური განათლება და ახალგაზრდული კამპანიები.
განაცხადის პირობები
საგრანტო თანხა მერყეობს €15,000-დან €30,000-მდე. პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 6-დან 12 თვემდე. განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2026 წლის 31 ოქტომბრამდე.