სერვისები

სტრატეგიიდან განხორციელებამდე - თავიდან ბოლომდე

ჩვენ ვქმნით, ვახორციელებთ და ვზომავთ. ერთი ანგარიშვალდებული პარტნიორი პროგრამის სრულ ციკლზე.

რას ვაკეთებთ

ჩვენი მუშაობის
6 ძირითადი
მიმართულება

ჩვენი თითოეული სერვისი ორიენტირებულია რეალურ შედეგზე და არა თაროზე შემოსადებ დოკუმენტებზე. აი, როგორ ვმუშაობთ პრაქტიკაში:
01

სტრატეგიული კომუნიკაცია

თქვენს პროგრამას შედეგი მოაქვს, მაგრამ მათ, ვინც ამის შესახებ უნდა იცოდეს, ინფორმაცია არ აქვთ.

ვქმნით საკომუნიკაციო სტრატეგიებს, გზავნილების არქიტექტურასა და ხილვადობის გეგმებს ტექნიკური შინაარსის მქონე პროგრამებისთვის, რომელთა აუდიტორიაც არატექნიკურია. საქართველოში ვმუშაობთ ისეთ პროგრამებზე, რომლებიც ეხება, შენობების ენერგოეფექტურობას, განახლებად ენერგიას, ენერგოეფექტურობას, მწვანე და სამართლიან გადასვლას, ჰაერის ხარისხსა და რეგიონების მდგრად განვითარებას. თითოეული თემა ისე ვამუშავებთ, რომ ადგილობრივ თემებს, ჟურნალისტებს, მუნიციპალიტეტებსა და დონორებს შესაბამისი რეაგირება შეეძლოთ. ყველა სტრატეგია აუდიტორიის შესახებ რეალურ მონაცემებს ეფუძნება და არა ვარაუდებს.

რას იღებთ

სტრატეგიას განსაზღვრული აუდიტორიით, დატესტილი გზავნილებით, არხების გეგმითა და კალენდრით, რომელსაც თქვენი გუნდი დამოუკიდებლად მიჰყვება.

02

კორპორაციული პასუხისმგებლობის (CSR) პროგრამების დიზაინი

კორპორაციული პასუხისმგებლობა უკვე აიღეთ. ახლა გჭირდებათ პროგრამა, რომელიც ამ მიზანს შეასრულებს და ანგარიში, რომელიც ნებისმიერ შემოწმებას გაუძლებს.

კორპორაციულ სოციალურ პროგრამას ნულიდან ვქმნით: ვიკვლევთ საჭიროებებს, ვადგენთ პროგრამის არქიტექტურას, განხორციელების გეგმასა და შეფასების ჩარჩოს. ასევე, ვამზადებთ ანგარიშს, რომელიც კომპანიას წლის ბოლოს სჭირდება. პროგრამები კლიმატის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, განათლებისა და გენდერის მიმართულებით იქმნება – იქ, სადაც კომპანია ოპერირებს. თუ განხორციელება ადგილობრივ ორგანიზაციებს ევალებათ, საგრანტო სქემასაც ჩვენ ვმართავთ: ვგეგმავთ კონკურსს, ვარჩევთ მონაწილეებს, ვაფორმებთ კონტრაქტებს, მხარს ვუჭერთ გრანტიორებს და ვწერთ დახურვის ანგარიშს, რომელიც ნებისმიერ აუდიტს წარმატებით გაივლის. უკვე 95 საგრანტო პროგრამა გვაქვს განხორციელებული.

რას იღებთ

ბრენდირებულ პროგრამას კონკრეტული ამოცანებით, ბიუჯეტით, კალენდრით, შეფასების ჩარჩოთი და ზეგავლენის წლიური ანგარიშით.

03

დაინტერესებულ მხარეებთან მუშაობა და პოლიტიკის დიალოგი

თქვენი პროექტი ადგილობრივ თემებს, მუნიციპალიტეტებსა და სამოქალაქო სექტორს ეხება. გჭირდებათ პროცესი, რომელშიც ისინი რეალურად ჩაერთვებიან.

უზრუნველვყოფთ კონსულტაციას, ფასილიტაციასა და პოლიტიკის დიალოგს ადგილობრივი თემიდან ეროვნულ საკანონმდებლო დონემდე. გაგვიწევია ფასილიტაცია ექვსი ეროვნული საკანონმდებლო კონსულტაციისთვის, წარგვიმართავს საკონსულტაციო პროცესები საქართველოს რეგიონებში და შეგვიქმნია მრავალმხრივი ფორმატები ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის განვითარების პროგრამებისთვის. ყველა პროცესს ვადოკუმენტირებთ, რათა შედეგი რეალურად ჩანდეს და მხოლოდ სიტყვებად არ დარჩეს.

რას იღებთ

დაინტერესებული მხარეების რუკას, დოკუმენტირებული მეთოდით ჩატარებულ საკონსულტაციო პროცესს და დეტალურ წერილობით ჩანაწერს - რა მოსაზრებები გამოითქვა, ვის მიერ და რა პასუხი გაეცათ მათ.

04

კამპანიების დიზაინი და მართვა

გსურთ, რომ ადამიანებმა ქცევა შეცვალონ. მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებით ამის მიღწევა იშვიათად ხერხდება.

ვგეგმავთ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ კამპანიებს ცნობიერების ასამაღლებლად და ქცევითი ცვლილების მისაღწევად. საქართველოში ჩვენმა კამპანიებმა ენერგოეფექტურობის, კლიმატის, ნარჩენების მართვის, გარემოს დაცვის, ჯანმრთელობისა და სამოქალაქო ჩართულობის მიმართულებით სამ მილიონზე მეტი ადამიანი მოიცვა. სრულ ციკლს ვმართავთ: სტრატეგიას, კრეატიულ მიმართულებას, რეგიონულ განხორციელებას, მედიასთან ურთიერთობასა და შეფასებას. რეგიონული კამპანიებს ხშირად მცირე გრანტებითა და ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობით ვახორციელებთ, რათა გზავნილი მოსახლეობამდე მათთვის ნაცნობმა ადამიანებმა მიიტანონ.

რას იღებთ

კამპანიას მკაფიო ქცევითი ამოცანით, აუდიტორიაზე მორგებული კრეატივით, რეგიონული განხორციელების გეგმითა და შეფასებით, სადაც მოცვა და ცვლილება ცალ-ცალკე ჩანს.

05

კვლევა, MEL და შეფასება

გჭირდებათ, დონორს აჩვენოთ პროგრამის შედეგები ან გაარკვიოთ, რატომ არ ამართლებს ის.

ვამუშავებთ MEL-ჩარჩოებს, საბაზისო და დასკვნით კვლევებს, თემატურ კვლევებსა და საბოლოო შეფასებებს ევროკავშირის, FCDO-ისა და OECD-DAC-ის სტანდარტებით. ჩვენი კვლევები ფარავს კლიმატსა და გარემოს დაცვას, ენერგეტიკულ სიღარიბეს, და ენერგოეფექტურობას, გენდერს, ჰაერის ხარისხსა და სამართლიანი გადასვლის სოციალურ შედეგებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში. გენდერული და ადამიანის უფლებების ანალიზი უშუალოდ მეთოდოლოგიაშია ინტეგრირებული და ანგარიშს ხელოვნურად არ ემატება.

რას იღებთ

MEL-ჩარჩოს ინდიკატორებით, გადამოწმების წყაროებითა და ანგარიშგების გეგმით. ანდა შეფასების ანგარიშს მიგნებებით, მტკიცებულებებითა და რეკომენდაციებით, რომლებსაც გუნდი პრაქტიკაში გამოიყენებს.

06

განათლება, ტრენინგი და სასწავლო პროგრამების დიზაინი

თქვენს გუნდს ან პარტნიორებს ისეთი უნარები სჭირდებათ, რომლებსაც გრძელვადიანად გამოიყენებენ.

ვქმნით და ვატარებთ სრულყოფილ სასწავლო პროგრამებს და არა მხოლოდ ერთჯერად სესიებს. ვამუშავებთ სასწავლო გეგმებს, მოდულებს, ტრენერის სახელმძღვანელოებს, მონაწილეთა მასალებსა და შეფასების სისტემას, რომელიც აჩვენებს, რა ისწავლა ჯგუფმა. ჩვენი სასწავლო ციკლი 35 ბანაკში 800-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა. გარდა ამისა, ვქმნით პროგრამებს ჟურნალისტებისთვის, სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის, მუნიციპალური და კორპორაციული გუნდებისთვის. მოდულები ფარავს კლიმატისა და ენერგეტიკის წიგნიერებას, გარემოსდაცვით ჟურნალისტიკას, მწვანე უნარებსა და მეწარმეობას, ადვოკატირებას, GESI და HRBA მიდგომებს, ასევე ციფრულ და AI-უნარებს.

რას იღებთ

სასწავლო გეგმას, ტრენერის სახელმძღვანელოებს, მონაწილეთა მასალებს ქართულ და ინგლისურ ენებზე, ასევე - თქვენ მიერ დასახული ამოცანების მიხედვით შეფასებულ ჯგუფს.

ვისთან ვმუშაობთ

პარტნიორები, რომლებთანაც ვმუშაობთ

კორპორაციები და ESG გუნდები

ბანკები, ენერგოკომპანიები და კომპანიები CSR ვალდებულებებით, რომელებიც უნდა შეიქმნას, განხორციელდეს და დამტკიცდეს - და არა უბრალოდ დაანგარიშდეს.

საერთაშორისო დონორები

დონორის მიერ დაფინანსებული პროგრამები, რომლებსაც სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაცია, დაინტერესებულ მხართა ჭართულობა და MEL, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.

არასამთავრობოები და სამოქალაქო საზოგადოება

ორგანიზაციები, რომლებსაც სჭირდებათ რთული პოლიტიკის ან განვითარებითი საქმიანობის თარგმნა კამპანიებად, რომლებიც ადამიანებს ამოძრავებს და გადაწყვეტილებებზე ახდენს გავლენას.

მზად ხართ თქვენი პროგრამის განსახილველად?

CSR პროგრამას ქმნით, თემის ჩართულობას გეგმავთ თუ გჭირდებათ საკომუნიკაციო სტრატეგია დადასტურებული შედეგებით - გვითხარით, რაზე მუშაობთ. ვპასუხობთ 48 საათში.

დაიწყე საუბარი

სერვისები